31 აგვისტოს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ელენე ბენდელიანმა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ქარაზანიშვილმა გამართეს საორიენტაციო შეხვედრა პროგრამის ლექტორებთან. შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის დეტალები, ძირითადი მოვალეობები, უნივერსიტეტის რეგულაციებით განსაზღვრული წესები და სტუდენტებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგები.