[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დავით აფრასიძის საჯარო ლექცია თემაზე „დემოკრატიზაციის პროცესის გამოწვევები საქართველოში“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

8 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით საჯარო ლექცია გამართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით აფრასიძემ თემაზე „დემოკრატიზაციის პროცესის გამოწვევები საქართველოში“.

ბატონმა დავითმა მიმოიხილა დემოკრატიის შესახებ არსებული სხვადასხვა დებატები და საქართველოს მაგალითზე წარმოადგინა დემოკრატიზაციის პროცესების თანმდევი მახასიათებლები. აუდიტორიისთვის საინტერესო აღმოჩნდა ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიის უარყოფითი მხარეები, ქართული პოლიტიკური ნომენკლატურის მიდგომა დემოკრატიისადმი და დემოკრატიზაციის პროცესის ხელშემწყობი და დამაბრკოლებელი ფაქტორები.

აღნიშნული ლექცია გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.