[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საჯარო დისკუსია თემაზე: “რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის”.

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდა ეკონომისთა კლუბის და „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ინიციატივით, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისისა და შავი ზღის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: “რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის”. დისკუსიას გაუძღვნენ დოქტორი რობერტ ლოუსონი – ო’ნილის სახელობის გლობალური ბაზრისა და თავისუფლების სკოლის დირექტორი სამხრეთ დასავლეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, დალასი, ტეხასი, ა.შ.შ.
– დოქტორი ბენჯამინ პაუელი – ტექსასის ტექნიკური უნივერსიტეტის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის დირექტორი და რაულის სახელობის ბიზნეს კოლეჯის ეკონომიკის პროფესორი, ტექსასი, ა.შ.შ. , პაატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტი; – დოქტორი აზერ დილანჩიევი, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი.

შეხვედრამ სტუდენტებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა მრავალი შეკითხვა ეკონომიკური თავისუფლების აქტუალურ თემებზე ,რომლებსაც ექსპერტებმა საინტერესო პასუხები გასცეს . შეხვედრა ძალიან სახალისო და ნაყოფიერი იყო .