[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება – ინიციატივის დადებითი და უარყოფითი მხარეები“

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

10 მაისს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია თემაზე  „თვითმმართველიქალაქებისრაოდენობისშემცირება- ინიციატივისდადებითიდაუარყოფითიმხარეები“. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა კურსის სტუდენტები და საკითხზე მომუშავე სხვადასხვა ექსპერტები.

საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტებმა წარმოადგინეს ერთობლივი პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოკლედ მიმოიხილეს მოსალოდნელი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რის შემდეგაც სფეროს სპეციალისტებმა დააფიქსირეს განსხვავებული მოსაზრებები. დისკუსიის თემა იყო სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების სტატუსის გაუქმება, თვითმმართველობის სხვადასხვა ფორმების ცვლილებების ისტორია, სხვადასხვა ინსტიტუტების არჩევა-დაკომპლექტების წესი და ა.შ.

 მრგვალი მაგიდის ფორმატში სტუდენტებთან ერთად საკითხზე მსჯელობდნენ დავით მელუა– ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი, სანდრო სვანიშვილი –  ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში, კოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ლიზა სოფრომაძე – რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ლოლაძე – რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი და თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში. მოწვეული სტუმრების ნაწილმა გაამყარა სტუდენტების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები თუმცა სტუდენტებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ განსხვავებული მოსაზრებებიც.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რეგიონის განვითარების ცენტრს შორის. დოკუმენტი ითვალისწინებს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელშეწყობას სტუდენტებისთვის სათანადო სამსახურებში პრაქტიკის გავლის გზით, თანამშრომლობას საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებსა და სფეროებში.