Image Alt

VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

2019 წლის 18 მაისს გაიმართა VII ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“. კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკლურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობით ჩატარდა და წელს მოიცავდა ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის, საჯარო ადმინისტრირების და ინტერდისციპლინურ სესიებს.
მონაწილეებს, აკადემიური კომისიის წევრებს და სხვა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა თამარ დოლბაიამ.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა ოთხ სექციაში, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა როგროც საქართველოდან, ისე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციის მონაწილეებს აფასებდნენ და კომენტარებს უკეთებდნენ დარგობრივი აკადმეიური კომისიის წევრები, რომელთა შეფასების საფუძველზე თითოეულ სესიაში გამოვლინდა გამარჯვებული ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულებმა სერთიფიკატებთან ერთად მიიღეს წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
კონფერნცია ყოველწლიურია და მიზნად ისახავს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას, მომავალი ლიდერებისა და მკვლევრების შეკრებას, რაც ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესს კავკასიის რეგიონულ სტაბილურობაზე.
კონფერენცია მიმდინარეობდა ქართულ და ინგლისურ ენებზე.