[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შოთა არველაძე IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტის ინიციატივით სტუდენტების შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან შოთა არველაძესთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმარს შეკითხვები დაუსვეს კარიერასა და სამწრთვნელო საქმიანობაზე. საუბარი შეეხო, როგორც მის თურქეთში მოღვაწეობის პერიოდს, შოთა არველაძემ კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და საქართველოში ფეხბურთის განვითარების პერსპეტივასაც შეეხო.

სტუდენტებმა შეხვედრის ბოლოს სტუმართან სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები აიღეს.