გამომცემლობა ’’შპრინგერი“-ის (Springer)წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გამომცემლობა ’’შპრინგერი“-ის (Springer)წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა ”შპრინგერის“ (Springer)წარმომადგენლებთან სარედაქციო განვითარების მენეჯერ, დოქტ. ჯეფრი რობენსთან და  ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ლიცენზირების მენეჯერ ტაფერ ატტასთან გაიმართა შეხვედრა.

ჯეფრი რობენსმა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას დაწვრილებით გააცნო გამომცემლობის თავისებურებანი და უპირატესობები, ისაუბრა მონაცემთა ბაზებისა და სხვადასხვა ახალი სერვისების შესახებ,  როგორიცაა სარედაქციო ხელმძღვანელობა, რაც გულისხმობს მკვლევარებისთვის ხელშეწყობას, კვლევებისა და მათი ავტორების ვიზუალიზაციის საშუალებასა და სამეცნიერო ჟურნალის განვითარებას საერთაშორისო ინდექსირების მოპოვების მიზნით. მოხსენებისას მან აღნიშნა პერიოდული გამოცემების ინდექსირების საერთაშორისო კლასიფიკატორების, კერძოდ Web of Science-ისა და Scopus-ის პირობები და მოთხოვნები: თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამეცნიერო ჟურნალმა საერთაშორისო ინდექსირება მოიპოვოს.