[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

ტრენერები

ლუკა შეყლაშვილი – ეკონომიკის ქართულენოვანი  პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, კითხულობს ტრენინგს საკუთრების სისტემის სახეებისა და პრივატიზაციის შესახებ. ასევე კორონა ვირუსის გავლენაზე ეკონომიკური სექტორისთვის.

ტრისტან უტიაშვილი -ეკონომიკის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, კითხულობს ტრენინგს გადასახადების, ინფლავიისა და უმუშევრობის შესახებ.

მარიამ გოლობიანი – ეკონომიკის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, კითხულობს ტრენინგს მიკრო და მაკრო ეკონომიკასა და მონოპოლიაზე. ასევე საუბრობს ეკონომიკისა და ეკონომისტის დანიშნულებაზე.

თამარ ყალაბეგაშვილი –  ეკონომიკის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, კითხულობს ტრენინგს ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, მწვანე და სოციალური მეწარმეობა.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ეკონომიკური ცოდნის ამაღლება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებული თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ გაიუმჯობესონ ანალიტიკური და კრიტიკული უნარჩვევევები. პროექტის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა, რათა გააქარწყლონ საზოგადოებრივი და ეკონომიკური მითები.

 

კურსი ფარავს შემდეგ თემებს

  1. ეკონომიკის არსი
  2. გადასახადები
  3. რატომ ეკონომიკა?
  4. მიკრო/მაკრო ეკონომიკა
  5. უმუშევრობა
  6. მთავრობის როლი ეკონომიკაში და ეროვნული ბანკის პოლიტიკა
  7. მთლიანი შიდა პროდუქტი