[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სტუდენტები IBSU-ს შესახებ

09.10.2015

 დავით დემეტრაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია, ის 2014-2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულის მიხედვით, ქყვეყნის მასშტაბით, პირველ ასეულში მოხვდა.

დავითი 4 წლის მანძილზე  IBSU-ში უფასოდ ისწავლის და ყოველთვიურ 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებს. რატომ შეაჩერა არჩევანი IBSU-ზე, როგორ აფასებს აკადემიურ გარემოს და რას ურჩევს ის მომავალ სტუდენტებს ამის შესახებ დავითისგან გავიგებთ:

’’შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ აბიტურიენტობისას გავიგე, როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა თუ სად გამეგრძელებინა სწავლა. 94-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და იქ მოვიდნენ IBSU-ს წარმომადგენლები და პროგრამები გაგვაცნეს. შემდგომ ღია კარის დღეს დავესწარი და თბილმა გარემომ მომხიბლა, მესამე-მეოთხე კურსელებმა თავად გვიმასპინძლეს და დაგვათვარიელებინეს უნივერსიტეტი. იმასაც მივაქციე ყურადღება რომ უცხოელი სტუდენტებიც სწავლობდნენ აქ და მულტინციონალური იყო, ეს უამრავ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობას მომცემდა.

რაც შეეხება მოლოდინის გამართლებას, მინდა ვთქვა რომ განათლების ხარისხით და გარემოთი კმაყოფილი ვარ. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კონცენტრირებული იყო სწავლაზე. მე გამიმართა და უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი დამიფინანსა, რაც ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. ის შრომა დამიფასდა რაც სკოლის პერიოდში განათლებას მოვახმარე. ახლა მაღალი დონის პროფესიონად ჩამოყალიბების პირველი საფეხურებია და მჯერა რომ ახლანდელი შრომაც დამიფასდება. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროცესის გარდა უამრავი გასართობია აქ, არაერთი კლუბი ფუნქცონირებს, რომელშიც გაწევრიანება  და აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეგიძლია. თუმცა ბოლომდე ობიექტური რომ ვიყო, ვფიქრობ, მაგალითადპლატფორმა სადაც დავალებებს გვიგზავნიან და ლექტორებთან კომუნიკაციაში გვეხმარება smartest.ibsu@edu.ge  გასაახლებელია, რომ უფრო თანამედროვე იყოს.

იმ აბიტურიენტებს კი ვინც წელს აბარებს, ვეტყოდი რომ მშობლების თაობის ნაწილში არსებულ მოსაზრებას რომ ჩვენი თაობა რამეთი ჩამოუვარდება წინა თაობებს მცდარია და შრომის შედაგად რეალურად უამრავი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ასეც არის,  დღეს უამრავ ინფორმაციას გაიგებ ამათუიმ უნივერსიტეტის სტუდენტის თუ მოსწავლის შესახებ რომელის წარმატებაც საერთაშორისო დონისაა.