სასწავლო პროცესი
25.02.2021უწყებათაშორისო საბჭოს 2021 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტებს უფლებამოსილება მიენიჭათ 1 მარტიდან პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ხოლო, 15 მარტიდან სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტებისათვის არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილება სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურად მიიღება. ამ ეტაპზე, დადგენილ ვადამდე, სასწავლო პროცესი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გრძელდება დისტანციურად და ყოველი სიახლის შესახებ დროდადრო მოვახდენთ ინფორმირებას.