სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი
23.05.2018შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის თანამდებობაზე(1 ვაკანსია).
სამუშაოს აღწერილობა:
- სტუდენტთა ასისტირება და დახმარება სასწავლო პროცესის განმავლობაში;
- ყოველდღიური საქმიანობის, ცხრილებისა და სტუდენტთა დოკუმენტაციის მოწესრიგება-ორგანიზება;
- სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
- ბაზაში პროგრამაში შესატანი ცვლილებების ასახვის მიზნით პროგრამის კოორდინატორის დახმარება;
- გამოცდების მონიტორინგი-პროქტორობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- ფაკულტეტზე სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სტუდენტებს შორის გავრცელების უზრუნველყოფა;
- ფაკულტეტზე არსებული სხვა საქმეების ეფექტურად და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი);
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
აუცილებელი პერსონალური უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- თვითმოტივაციისა და დისციპლინირების უნარი;
- ჯგუფში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მოკლე სამოტივაციო წერილი და CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- დიპლომის ასლი (ბაკალავრი, მაგისტრატურა (არსებობის შემთხვევაში));
- სხვა დიპლომი, სერტიფიკატი ან რეკომენდაცია არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 მაისისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო
http://localhost
ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008