[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

’’თავისუფლება და სასჯელი“

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ’’მკითხველთა კლუბის“ ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ’’თავისუფლება და სასჯელი“, რომლის სტუმრები იყვნენ მწერალი/ დრამატურგი ლაშა ბუღაძე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მუსიკოსი/მწერალი ერეკლე დეისაძე.

თავისუფლების გაგება მხოლოდ ინდივიდუალური პერსპექტივაა, თუმცა დღეს ჩვენს რეალობაში თავისუფლებისათვის ’’ისჯებიან“ და აგრესია მისი მუდმივი თანმხლებია. სასჯელს, რომელსაც აწესებს საზოგადოება, სასჯელი რომლის შიშითაც არ უნდა წერო, ან ხატო ის, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია.

როგორც ისტორიიდან არის ცნობილი ახალი ფილოსოფიური იდეის თუ მსოფლმხედველობის შემოტანის გამო არაერთ დიდი მოაზროვნესა თუ საზოგადო მოღვაწეს დევნიდნენ. ეს ტენდენცია არც თანამედროვეობისათვის არის უცხო.

რა იწვევს აგრესიას საზოგადოებაში ? როცა ადამიანი უყურებს ნახატს სადაც ყველაფერი ისე არაა, როგორც თავად სურს რომ იყოს. სოციუმი დღესაც თავისუფლებას თანდაყოლილ სასჯელს უფარდებს, შესაბამისად ჩნდება კითხვა: რა ღირს ჩვენი თავისუფლება? ლექცია ამ და სხვა აქტუალური თემების გარშემო წარიმართა, სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და კითხვა-პასუხსი რეჟიმში გაგრძელდა.