[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

31.08.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ინგლისური ენის მასწავლებელი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) საბუთების მიღება იწარმოებს 13.09.2021-17.09.2021 პერიოდში. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე: ejashiashvili@ibsu.edu.ge

  • განცხადების ფორმა: (IBSU_R17F01.EG). განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა;
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (შზსუ-ს კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის; 2021 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ
    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD); (ფოტოსურათის CD-ზე მატერიალურად წარმოდგენა მოხდება ბეჭდური ფორმით დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპზე);
  • რეზიუმე/CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);
  • ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების დამადასტურებელი ცნობა. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;

შენიშვნა:

საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს მისთვის მინიჭებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამისი იბსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა; იბსუ-ს მიერ განსაზღვრული გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით, ინგლისურ ენაზე, რომლის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 20 ქულას. გამოცდის ხანგრძლივობაა 90 წუთი. გამოცდაზე აპლიკანტმა უნდა დაწეროს 500 სიტყვიანი სამოტივაციო ესსე, სადაც უნდა ასახოს პროგრამაზე ჩარიცხვის მოტივაცია, დაასაბუთოს საკუთარი პროფესიული წინსვლისა და განვითარების საჭიროება და განსაზღვროს ამ მიზნის მიღწევის გზები. ესეს შეფასების რუბრიკა იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://ibsu.edu.ge/ge/se-page/teacher-training-educational-program/. აპლიკანტი ვალდებულია ელექტრონული ფორმით გამოგზავნილი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბეჭდური ფორმით გამოცდის დღეს.
გამოცდა ჩატარდება 2021 წლის 20 სექტემბერს, 10:00 საათზე (ოთახი #A101).