[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები The SSE Riga Finance Challenge-ზე

11.05.2017

''SSE Riga ფინანსური გამოწვევა'' ეს არის ფინანსური კონკურსი სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ფინანსების მიმართულების სტუდენტები.

 წინასწარი პირველი ტური 28 მარტიდან 18 აპრილამდე გაგრძელდა და იბსუდან მონაწილეობდა ორი გუნდი:
10K – მონაწილეები: ნანო ფურცხვანიძე, ზურა დარახველიძე, გიორგი სლანიშვილი.
9GAD – მონაწილეები: სოფიკო გოჩიტაშვილი, ალექსანდრე დავლიანიძე, მარიამ აფციაური.
სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს პირველი ტური და შედეგებზე დაყრდნობით იმყოფებიან საუკეთესო 10 გუნდს შორის მე-2 და მე-8 ადგილზე. კონკურსში შედის ორი წინასწარი ტური და რიგაში გრანდიოზული ფინალი, რომელიც 20-21 მაისს გაიმართება. ჩვენი უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტებს, რომლებიც მიემგზავრებიან რიგაში.
კონკურსანტებს უწევთ ამოცანების შესრულება კორპორატიული ფინანსების, შეფასების, საფონდო და ფიქსირებული შემოსავლების ბაზრების, საინვესტიციო ბანკის, ფინანსური ანგარიშგების და ანალიზის, პორტფელის მენეჯმენტის და მაკროეკონომიკის საკითხების ირგვლივ.