აკადემიური კონკურსი ტურიზმის მიმართულებით - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური კონკურსი ტურიზმის მიმართულებით

შპს – ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად  ტურიზმის ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამების შემდეგი სასწავლო კურსების განსახორციელებლად:

ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ტურიზმის პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, პროექტის მენეჯმენტი ტურიზმში, ტურიზმის მდგრადი განვითარება, ტურიზმის მარკეტინგი, E-ტურიზმი, ტურისტული პროდუქტების ბრენდინგი, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, ეკო ტურიზმი და გარემოს დაცვა.

  • ასოცირებული პროფესორი ტურიზმის მიმართულებით (სწავლების ენა – ქართული) -1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
  • ასოცირებული პროფესორი ტურიზმის მიმართულებით (სწავლების ენა – ინგლისური) -1 ვაკანსია 5 წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი ტურიზმის მიმართულებით

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის დარგში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
  • სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;/ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი და პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი) და

გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება, და

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ე) სწავლების შესაბამისი  ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

 

აფილირების შეთანხმება უნივერსიტეტთან გაფორმდება კანდიდატის გადაწყვეტილებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  1. საინფორმაციო ფორმა – R19F18;
  2. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  3. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  4. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  5. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  6. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1). (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
  7. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  8. სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
  9. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  10. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  11. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  12. ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა.
  13. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში).
  14. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

 

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 28 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, შესაბამისი ელ. ფოსტის მეშვეობით: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (128/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები: