[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური კონკურსი

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სწავლის შემდეგ სფეროებში:

საჯარო მმართველობა (სწავლების ენა – ქართული)

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით*

საჯარო აუდიტი (სწავლების ენა – ქართული) 

  • ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით*

კომპიუტერული მეცნიერება  (სწავლების ენა – ქართული, ინგლისური)

  • ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია 4 წლის ვადით

* მოცემული ვაკანსიებისათვის კონკურსის სავალდებულო პირობაა გამარჯვებულმა კანდიდატმა გააფორმოს აფილირების შეთანხმება უნივერსიტეტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  3. სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  4. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობისხარჯზე).

ასისტენტ პროფესორი

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის სფეროში;
  2. სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  3. აკადემიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 50 ქულა; მოთხოვნილი ქულების სულ მცირე 25 ქულა უნდა მოგროვდეს სამეცნიერო საქმიანობისხარჯზე).

 

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესიული ნიშნით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის/იმავე ან სხვა მიმართულების დოქტორის ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

ბ) პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, პროგრამით გათვალისწინებულისწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია დასტურდება შემდეგი კრიტერიუმებით:

გ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება ასოცირებული პროფესორისათვისსულ მცირე 7 (შვიდი) წელი,  ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი;

დ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;

ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ვ)  სწავლების შესაბამისი ენ(ებ)ის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

გთხოვთ გაითვალისწინეთ

  • გ) და დ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები ალტერნატიულია. კანდიდატის მხრიდან ერთ ერთიმათგანის დაკმაყოფილება საკმარისია, ხოლო ე) და ვ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმისდაკმაყოფილება სავალდებულოა გ) ან დ) პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან ერთობლიობაში.
  • თუ კანდიდატის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდა სამეცნიერო ნაშრომების გარეშე, წინამდებარე წესის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაშიაკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოაქვეყნოს დარგთან დაკავშირებული სულ მცირე 1 (ერთი) პუბლიკაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები(ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  2. საინფორმაციო ფორმა – R19F18;
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებულიპასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებულიუცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუდიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნისმიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  7. აკადემიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1). (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიურიპოზიციის დაკავების შემთხვევაში);
  8. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლისგანმავლობაში);
  9. სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ანქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვისშესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც;
  10. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა) ან სამუშაო გამოცდილებისდამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  11. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი(არსებობის შემთხვევაში);
  12. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელისაერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლებისდამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტისშემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციოკურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  13. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნითვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
  14. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობისშემთხვევაში).

შერჩეულმა კანდიდატემა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

  • ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულიდანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელებისუფლების ცნობა (გარდა შზსუ-ს თანამშრომლებისა);
  • 2 ფერადი ფოტო-სურათი (3X4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე).
  • ანგარიშის ნომერი სს ,,თიბისი” ბანკიდან;
  • წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტების ბეჭდური/ორიგინალი ვერსიები.

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექციატარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდაწარმოადგინონ 2023 წლის 28 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვისსაერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (131/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

ელ ფოსტა: hr@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

თანდართული დოკუმენტები: