[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტების თემის ხელმძღვანელი

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების თემის ხელმძღვანელის პოზიციაზე (5 ადგილი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი, არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს

პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ინგლისური ენის ცოდნა – B 2 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე –  hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 1 აპრილისა და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა