შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:
- ევროკავშირის საგადასახადო სამართალი (ინგლისურენოვანი კურსი) – 2 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგში სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:
1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
2) დარგში სპეციალური მომზადება;
3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებული კადიდატებისათვის, პირადი საქმის წარმოდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2023 წლის 20 თებერვლისა, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.