[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – ზოგადი ინგლისური

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • ზოგადი ინგლისური – 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) ენის სწავლების მიზნებისათვის, მოწვეულ ლექტორად შესაძლებელია აყვანილ იქნეს სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სალექციო კურსის წარმართვისათვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია და ფლობს პედაგოგიურ უნარებს, რაც დასტურდება:

1) სწავლების გამოცდილებით;

2) სერტიფიკატით/შესაბამისი ცნობით;

3) აკადემიური ხარისხით;

4) საცდელი ლექციით.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნილი პირადი საქმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განცხადების ფორმა