[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – კომპიუტერული ავტომატიზირებული წარმოების დიზაინი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • კომპიუტერული ავტომატიზირებული წარმოების დიზაინი (ინგლისურენოვანი) – 1 ვაკანსია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში. წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა განისაზღვრება QS World University Ranking-ის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა მოწვეული ლექტორის სტატუსით დასაქმეული იყოს მხოლოდ საბაკალავრო საფეხურზე;

გ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

  1. დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
  2. დარგში სპეციალური მომზადება;
  3. დარგში არანაკლებ 1 წელიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  4. პროგრამის შესაბამისი ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონე.

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ წარმაოდგინოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე –  hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2022 წლის 5 მარტისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

საინფორმაციო ფორმა

განაცხადის ფორმა