საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია შესაბამისი მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების და საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებისმიმართულებით
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო რესურსების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
  • კომპიუტერების პროგრამული, აპარატურული და ქსელური მოწყობილობების გამართვა, სისტემების ადმინისტრირება
  • ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური და ელექტრონული რესურსების დანერგვა და განვითარება
  • მომხმარებლების ინფორმაციული და ტექნიკური მხარდაჭერა
  • საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

 

ფიქსირებული ანაზღაურება:

  • 2500-3000 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ რეზიუმე, არაუგვიანეს 2022 წლის 10 ოქტომბრისა, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.