შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სამუშაო სპეციფიკის ცოდნა/შესაბამისი მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ინიციატივა და გუნდში მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პრობლემის გადაჭრისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნილი პირადი საქმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 აგვისტო.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.