შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (სწავლების ენა – ქართული, ინგლისური) -1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
  • ასისტენტ-პროფესორი ჟურნალისტიკის მიმართულებით (სწავლების ენა – ქართული) -1 ვაკანსია 4 წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასოცირებული პროფესორის პოზიციისათვის:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
  • სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ასისტენტ-პროფესორის პოზიციისათვის:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკის, ფილოლოგიის ან მომიჯნავე სფეროში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 50 ქულა; სულ მცირე 25 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე)
  • სწავლების შესაბამისი ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

 

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სულ მცირე იმავე ან მომიჯნავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ასევე:

ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება – ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი;

გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება; და

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ე) სწავლების შესაბამისი  ენ(ებ)ის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ბ) და გ) პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმები ალტერნატიულია. კანდიდატის მხრიდან ერთ-ერთი მათგანის დაკმაყოფილება საკმარისია, ხოლო დ) პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის დაკმაყოფილება სავალდებულოა ბ) ან გ) პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან ერთობლიობაში.
  • ამასთან, თუ კანდიდატის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავება მოხდა სამეცნიერო ნაშრომების გარეშე აღნიშნული წესის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში აკადემიური პერსონალი ვალდებულია გამოაქვეყნოს დარგთან დაკავშირებული სულ მცირე 1 (ერთი) პუბლიკაცია.

აფილირების შეთანხმება  უნივერსიტეტთან გაფორმდება კანდიდატის გადაწყვეტილებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

  1. განცხადება;
  2. საინფორმაციო ფორმა – R19F18;
  3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  4. ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  5. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  6. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  7. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1). (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
  8. დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  9. სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც;
  10. ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
  11. ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  12. უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  13. ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა;
  14. პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
  15. ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);

 

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2022 წლის 10 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, შესაბამისი ელ. ფოსტის მეშვეობით: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.

საკონტაქტო ტელეფონი: +99532 2595005 (128/132)

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

 

თანდართული დოკუმენტები: