შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- ასოცირებული პროფესორი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით (სწავლების ენა – ინგლისური); 1 ვაკანსია 5 წლის ვადით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორი ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ამერიკისმცოდნეობის ან მონათესავე დარგში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე)
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება -სულ მცირე 7 (შვიდი) წელი
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
ე) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.
კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ განცახდების ფორმის დანართში. გთხოვთ, ელ. ფოსტით განაცხადის წარმოდგენისას, მიუთითოთ პოზიციის დასახელება თემის გრაფაში.
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
თანდართული დოკუმენტები: