[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური კონკურსი სამართალმცოდნეობის მიმართულებით

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს ღია კონკურსს სამართალმცოდნეობის   (სისხლის სამართლის მიმართულება) აფილირებული ასოცირებული პროფესორის (1 ვაკანსია) აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანტური ადგილები:

აფილირებული ასოცირებული პროფესორი  – სამართალმცოდნეობის (სისხლის სამართლის) მიმართულებით  –   1 ვაკანსია 5 წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან იურიდიულ მეცნიერებებში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა)

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ფლობს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან ფლობს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი;

გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა  აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება
  • საინფორმაციო ფორმა
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სილაბუსი; კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა);
  • ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში) .

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნის შემთხვევაში წერილის საგანში (subject) მიუთითეთ – ასოცირებული პროფესორი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები: