შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის მიმართულებით (სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის და სამართლის მეთოდების) ასოცირებული პროფესორის (3 ვაკანსია) და სამართლის მიმართულებით (სამართლის ისტორია, სამართლის მეთოდები) ასისტენტის (2 ვაკანსია);სწავლების ენა – ქართული.
ვაკანტური ადგილები:
ასოცირებული პროფესორი – სისხლის სამართლის მიმართულებით – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი – სამოქალაქო სამართლის მიმართულებით – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი – სამართლის მეთოდების მიმართულებით – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
ასისტენტი – სამართლის ისტორია – 1 ვაკანსია 3 წლის ვადით;
ასისტენტი – სამართლის მეთოდები – 1 ვაკანსია 3 წლის ვადით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან იურიდიულ მეცნიერებებში /საჯარო მმართველობაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება
ასისტენტ პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საჯარო მმართველობაში;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება
ასისტენტი
- სამართლის (042 სამართალი /Law) /საჯარო მმართველობის (0413 საჯარო მმართველობა/ Public Administration )მიმართულების დოქტორანტი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნები:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის, კანდიდატმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 200 ქულა, ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის – მინიმუმ 100 ქულა, ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის მინიმუმ 50 ქულა, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის – მინიმუმ 20 ქულა.
- შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული მინიმალური ქულების 50% უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე.
შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფლობს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან ფლობს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ხოლო ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში, არის სხვა მიმართულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი.
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება (ასისტენტისათვის სულ მცირე 3 (სამი) წელი, ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი და პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი) და
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება (გარდა ასისტენტისა).
კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
- განცხადება
- საინფორმაციო ფორმა
- პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (ანგარიშში მითითებული ინფორმაცია უნდა იყოს დადასტურებული დოკუმენტურად და თან ერთვოდეს განაცხადს)
- დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ ენაზე; კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც (არ ეხება ასისტენტს)
- ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა);
- ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
- უცხოური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
- პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში) .
კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 18 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
თანდართული დოკუმენტები: