[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

აკადემიური კონკურსი მარკეტინგის მიმართულებით

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე:

  • პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით  (სწავლების ენა  – ინგლისური)  -1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
  • ასოცირებული პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით   (სწავლების ენა  – ინგლისური)  -1 ვაკანსია 5 წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი მარკეტინგის მიმართულებით

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 200 ქულა; სულ მცირე 100 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • პროფესორის აკადემიური თანადებობის დაკავებისათვის, სავალდებულო ქულების დაგროვების გარდა აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი პირველი კომპონენტიდან სულ მცირე ნებისმიერი ორი პუნქტის შესრულება ან მეორე კომპონენტის შესრულება:
  1. კომპონენტი:
    • საერთაშორისო ციტირების ინდექსის მქონე ჟურნალში სულ მცირე 1 სტატიის გამოქვეყნება (ნაბეჭდი ან ელექტრონული);
    • გამოცემული წიგნის (მისი მეცნიერული ღირებულების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო გამომცემლობის ან უნივერსიტეტის მიერ) ავტორობა (წიგნის მოცულობა არის მინიმუმ 100 გვერდი და არ არის დაფუძნებული დისერტაციაზე);
    • საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი/საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელობა;
    • საზღვარგარეთის ავტორიზებულ (მასთან გაიგივებულ) უმაღლეს საგანმანათლებლო/კვლევით დაწესებულებაში სასწავლო ან/და კვლევითი გამოცდილება;
    • დაცული სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელობა;
    • ციტირების ინდექსის (h-ინდექსი) არანაკლებ 3 მაჩვენებელი;
    • საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდო/პატენტი.
  2. კომპონენტი – მიმართულების შესაბამისი განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები., რომლებიც ფასდება კომისიის მიერ.

ასოცირებული პროფესორი მარკეტინგის   მიმართულებით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე დარგში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე)
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

გ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება -ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი და პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი) და

დ ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და

ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

ე) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. გთხოვთ, იხილოთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა განცხადების ფორმის დანართში და ელ. ფოსტით განაცხადის წარდგენისას მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება თემის გრაფაში.

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები: