[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

აკადემიური თანამდებობები

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით (სწავლების ენა – ინგლისური) – 2 ვაკანსია 5 წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით (სწავლების ენა – ქართული, ინგლისური) – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ფინანსებში ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
სასურველია სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკაში ან მონათესავე დარგში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა; სულ მცირე 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე)
ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
სასურველია სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობის გამოცდილება.

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება -სულ მცირე 7 (შვიდი) წელი
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
ე) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე;

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
განცხადება (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
საინფორმაციო ფორმა – R19F18 (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (წლებისა და წაკითხული კურსების მითითებით);
სხვა პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ს გარდა) ან ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;
CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში (R36I1F1 – იხილეთ თანდართული დოკუმენტი). (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
სილაბუსი: ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე).. კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც
ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა;
ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 14 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. გთხოვთ, ელ. ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

თანდართული დოკუმენტები: