[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ღია კონკურსი – ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით აფილირებული ასოცირებული პროფესორის და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აფილირებული ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს ღია კონკურსს ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით  აფილირებული ასოცირებული პროფესორის  და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აფილირებული ასისტენტ პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ვაკანტური ადგილები:

აფილირებული ასოცირებული პროფესორი  -ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით  –   1 ვაკანსია 5 წლის ვადით;

აფილირებული ასისტენტ პროფესორი -კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით –   1 ვაკანსია 4  წლის ვადით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ამერიკისმცოდნეობაში ან მონათესავე დარგში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება

ასისტენტ პროფესორი

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკაში ან მონათესავე დარგში);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება

შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ფლობს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან ფლობს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი, ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი;

გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება და

დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

ე) ინგლისური ენა არანაკლებ C1 დონეზე ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით ასოცირებული პროფესორისთვის, ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ასისტენტ პროფესორისთვის;

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება
  • საინფორმაციო ფორმა
  • პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  • CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ/სხვა უცხოურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე) ან კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა);
  • ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • (საჭიროების შემთხვევაში) პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი უცხოური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი;
  • პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში) .

კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 17 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები: