[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს ადმინისტრაციულ პოზიციებზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ ადმინისტრაციულ პოზიციებზე:

  • სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
  • სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი;
  • პროექტების მენეჯერი.

სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • პროგრამის ხელმძღვანელისა და დეკანის პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვაკანსიის შესაბამისი პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და წარმოადგინოთ რეზიუმე, სხვა შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:  hr@ibsu.edu.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.

გისურვებთ წარმატებებს!