[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ასისტენტი

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • სტუდენტთა ასისტირება და კონსულტირება;
  • ყოველდღიური საქმიანობის, სტუდენტებთან კომუნიკაციის, სტუდენტთა დოკუმენტაციის მოწესრიგება-ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ბაზაში პროგრამაში შესატანი ცვლილებების ასახვის მიზნით პროგრამის ხელმძღვანელის დახმარება;
  • გამოცდების მონიტორინგი-პროქტორობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფაკულტეტზე სოციალური აქტივობების დაგეგმვა და სტუდენტებს შორის გავრცელების უზრუნველყოფა;
  • ფაკულტეტზე არსებული სხვა საქმეების ეფექტურად და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამის ან მომიჯნავე დარგში);
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • მოტივირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • საკვალიფიკაციო დიპლომის ასლი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 დეკემბრისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008