[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების თანახელმძღვანელი

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, განხორციელება და განვითარებაში ჩართულობა;
  • პროგრამის მუდმივ განვითარებასა და მდგრადობაზე ზრუნვა (მათ შორის, პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიებისა და დასაქმების შესაბამისი პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა);
  • კურიკულუმის შედგენა, განვითარების კოორდინირება;
  • პროგრამის სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ჯეროვანი განხორციელება;
  • პროგრამის ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის/პრაქტიკული/კვლევითი კომპონენტების განვითარებაზე ზრუნვა;
  • პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მასალის/დოკუმენტაციის/პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება;
  • პროგრამის განვითარების მიზნით პოტენციურ დამსაქმებელებთან ურთიერთობის დამყარება;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ხარისხი (სასურველია შესაბამის ან მომიჯნავე დარგში)
  • მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა

პერსონალური უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • საკვალიფიკაციო დიპლომის ასლი;
  • სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი დოკუმენტაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 დეკემბრისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008