[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით (სწავლების ენა – ქართული და
ინგლისური) -2 ვაკანსია 5 წლის ვადით;
ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით (რუსული ფილოლოგია) – 1
ვაკანსია 5 წლის ვადით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით:

დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (განათლების/პედაგოგიურ მეცნიერებათა ან მომიჯნავე დარგში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა – აქედან მინ. 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
ქართული ენის და ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.

ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიის (რუსული ფილოლოგია) მიმართულებით:
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ფილოლოგიაში/ლინგვისტიკაში ან მომიჯნავე დარგში);
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება (მინიმუმ 100 ქულა – აქედან მინ. 50 ქულა უნდა მოგროვდეს აკადემიური პუბლიკაციების/წიგნების ხარჯზე);
რუსული ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე;

გაცნობებთ, რომ შეიძლება კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) უნდა ფლობდეს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება -სულ მცირე 7 (შვიდი) წელი;
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექციების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
ე) ქართული და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;

კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
განცხადება (იხილეთ დანართის სახით);
საინფორმაციო ფორმა (იხილეთ დანართის სახით);
პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში. (არ ვრცელდება პროფესიული ნიშნით აკადემიური პოზიციის დაკავების შემთხვევაში), (იხილეთ დანართის სახით);
დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე). კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ს გარდა);
ნასამართლეობის ცნობა (სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის) და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის განხორციელების უფლების ცნობა (არ ეხება უნივერსიტეტში მიმდინარე ადმინისტრაციულ/აკადემიურ პოზიციაზე დასაქმებულ პირს);
ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
უცხო პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი ან შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო დოკუმენტი (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში);
ვაკანსიის კრიტერიუმებით დადგენილი შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით (10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე) შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში და/ან ელ.ფოსტის მეშვეობით – hr@ibsu.edu.ge.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო ტელეფონი: 032 2595005 (128/132),
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.

თანდართული დოკუმენტები: