[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – ტურიზმის პროგრამის სხვადასხვა საგნებში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

  • საქართველოს დაცული ტერიტორიები/დაცული ტერიტორიების მართვა (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • საექსკურსიო მენეჯმენტი და გიდის ხელოვნება (1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • მსოფლიო ტურისტული რესურსები (1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • გარემოს დაცვა და ეკო ტურიზმი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • სამედიცინო/სამკურნალო ტურიზმი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • ინკლუზიური ტურიზმი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • გასტრონომიული ტურიზმი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები (1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • სასოფლო/სოფლის ტურიზმი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • სარესტორნო საქმე/რესტორნის მენეჯმენტი (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);
  • სამუზეუმო საქმე (1 ვაკანსია ქართული სექტორი, 1 ვაკანსია ინგლისური სექტორი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში. წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა განისაზღვრება QS World University Ranking-ის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა მოწვეული ლექტორის სტატუსით დასაქმეული იყოს მხოლოდ საბაკალავრო საფეხურზე;

გ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1)      დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)      დარგში სპეციალური მომზადება;

3)      დარგში არანაკლებ 1 წელიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე  hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2021 წლის 28 დეკემბრამდე გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, იხილოთ  და შეავსოთ  საინფორმაციო ფორმა და განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.