[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ვაკანსია მოწვეული ლექტორის პოზიციაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

  • ომი და მშვიდობა საერთაშორისო ურთიერთობებში – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;
  • საერთაშორისო უსაფრთხოება – საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;
  • საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები – საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ინგლისური სექტორისთვის);

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • სწავლების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნოთ ინგლისურენოვანი რეზიუმე (ინგლისური სექტორისთვის) და ქართულენოვანი რეზიუმე (ქართული სექტორისთვის) აღნიშნულ ელ.მისამართზე:  hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2019 წლის 6 დეკემბრისა.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.