[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

Welcome Party 2016

26.09.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.  ღონისძიებაზე ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს, ასევე, სახელმწიფო გრანტის მფლობელებსა და 200-ეულ და 100-ეულში მყოფ სტუდენტებს შესაბამისი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.

მაღალი შედეგების მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ირჩევენ, ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, წელს ჩარიცხული 576 სტუდენტიდან , 230 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, 68 ოქროს, ხოლო 25 ვერცხლის მედლის მფლობელი, 2 სტუდენტი ეროვნულის მასშტაბით პირველ 100-ეულშია, ხოლო 1 პირველ 200-ეულში. (მარიამ ქსოვრელი, ლევან კეიდია, ქეთევან მარგალიტაშვილი)

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ IBSU-ს შიდა დაფინანსებით 1000-მდე სტუდენტი სარგებლობს, ხოლო გაცემულ გრანტთა საერთო რაოდენობა 2 000 000 მილიონ ლარს აღწევს.

 

საზეიმო ცერემონიალი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ ''ბიგ-ბენდმა'' გააფორმა.