პროგრამის მიზანი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
- მოამზადოს კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი სამართლის სფეროში, რომელსაც ექნება სიღრმისეული ცოდნა
- შეძლებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სავაჭრო და, ზოგადად, ბიზნეს სფეროში კერძო და მომიჯნავე საჯარო ურთიერთობათა დონეზე წარმოშობილი პრაქტიკული პრობლემების და კონფლიქტების ეტიმოლოგიის იდენტიფიცირებას და რაციონალურ მოწესრიგებას საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებებისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების საფუძველზე
- შეძლებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ აუდიტორიასთან აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით
სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირების გავლაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში/კომპანიებში, მათი ინტერესების შესაბამისად.
კარიერული შესაძლებლობები
კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფეროა:
- ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კომპანიები
- არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიები
- საჯარო სამსახურის სტრუქტურები შესაბამისი პროფილით
- საკონსულტაციო კომპანიები
- სხვა ორგანიზაციები, სადაც საჭიროა იურისტის კვალიფიკაციის მქონე კადრი
კურსდამთავრებულს, ასევე შეუძლია, გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – სამართლის დოქტორანტურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
მიღება
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
- გასაუბრება საგანში
- უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა
გაითვალისწინეთ!
- გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე
- განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან
- უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე
- გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- 2 ფოტო (3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით
- CV
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – IBSU-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო
- განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება
- საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი
- კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული (ინგლისურენოვანი კომპონენტებით)
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური
საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 4500 $
შეღავათები
1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.
შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
2. 10%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის
3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).
შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.
შენიშვნა:
სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პროგრამის კოორდინატორი: პროფ. დოქტ. ქეთევან ქოქრაშვილი | ketavan.kokrashvili@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2800064 (182)