[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

სამხრეთ კავკასიის მეშვიდე კონფერენცია IBSU-ში

01.02.2017

27-28 იანვარს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ინგლისური ენის სწავლების სამხრეთ კავკასიის მეშვიდე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7 ქვეყნის 180-ზე მეტმა ინგლისური ენის პედაგოგმა.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოები ბაქოში, ერევანში, მინსკსა და კიშინიოვში, ასევე, აშშ-ს საელჩოს კიევის ინგლისური ენის ოფისი. სესიების ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში, შინაარსზე დაფუძნებული ინსტრუქცია, ინტეგრირებული უნარები, ინტერკულტურული კომუნიკაცია და სხვა.