სამხრეთ კავკასიის მეშვიდე კონფერენცია IBSU-ში
01.02.201727-28 იანვარს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ინგლისური ენის სწავლების სამხრეთ კავკასიის მეშვიდე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7 ქვეყნის 180-ზე მეტმა ინგლისური ენის პედაგოგმა.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ აშშ-ის საელჩოები ბაქოში, ერევანში, მინსკსა და კიშინიოვში, ასევე, აშშ-ს საელჩოს კიევის ინგლისური ენის ოფისი. სესიების ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესში, შინაარსზე დაფუძნებული ინსტრუქცია, ინტეგრირებული უნარები, ინტერკულტურული კომუნიკაცია და სხვა.