ევროპის ინოვაციების აკადემიამ ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპი / ბანაკის მონაწილეების შერჩევა გამოაცხადა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ევროპის ინოვაციების აკადემიამ ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპი / ბანაკის მონაწილეების შერჩევა გამოაცხადა

10.08.2022

ევროპის ინოვაციების აკადემია ( EIA)  „ინოვაციის და მეწარმეობის ლიდერობის ბუტკემპი / ბანაკში” მონაწილეების შერჩევას იწყებს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება.

EIA გეგმავს, წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი  ეგრეთ წოდებული „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული კაპიტალისტები სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება  წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.

ბანაკში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსონ ამა წლის 22 აგვისტომდე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSftggNv7wGhLZc63XyrxRe0XWoAqaZA4AE6VKPfIr6hmRNXOw/viewform

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.inacademy.eu/georgia/

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.
EIA პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად ირიცხებიან უნივერსიტეტში (ან დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას. ბუტკემპში სწავლა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA შეიყვანა ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში.