[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მე-3 მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

13.05.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2024 წლის 28 ივნისს უმასპინძლებს რიგით მე-3 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სტუდენტურ კონფერენციას.

კონფერენციის მიზანია წაახალისოს და ჩართოს სტუდენტები კვლევით საქმიანობაში, ხელი შეუწყოს კვლევითი და ანალიტიკური უნარებისა და ისეთი ტრანსფერული უნარების გამომუშავებას, როგორიცაა დამოუკიდებლად კვლევის განხორციელება, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, საკუთარი მოხსენების წარდგენა და მოსაზრებების დაცვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სხვადასხვა მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს,  რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ ახალი და საინტერესო იდეების გენერირებას, აზრებისა და გამოცდილების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა): თანაავტორის არსებობის შემთხვევაში რეგისტრაციისას მიუთითეთ ორივე ავტორის სახელი და გვარი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექციები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ინგლისური ფილოლოგია;
  • ბიზნესი (მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი);
  • ეკონომიკა;
  • ტურიზმი;
  • სამართალი;
  • განათლების ადმინისტრირება;
  • ამერიკისმცოდნეობა;
  • ციფრული მედია და კომუნიკაცია;
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა;
  • ჟურნალისტიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • არქიტექტურა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ წარმოადგინონ აბსტრაქტები ინგლისურ ან ქართულ ენებზე, ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად:

  • არაუმეტეს 300 სიტყვისა;
  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
  • სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
  • დაურთეთ: ნაშრომის სათაური, ავტორ(ებ)ის სრული სახელი(ები), მიმართულება (დარგი), ელექტრონული ფოსტის მისამართი(ები);
  • საკვანძო სიტყვები – მინიმუმ 4;
  • გრაფიკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომის მოცულობის 20%-ს

სრული ნაშრომები ქართულ ან ინგლისურ  ენაზე:

  • 3000-8000 სიტყვა, ცხრილებისა და მითითებების ჩათვლით;
  • ქართული: MS Word (A4 ფორმატი, Sylfaen, შრიფტის ზომა 11);
  • ინგლისური: MS Word (A4 ფორმატი, Times New Roman, შრიფტის ზომა 12);
  • სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
  • აბსტრაქტები;
  • ყველა ნაშრომი უნდა შეიცავდეს: შესავალს, ლიტერატურის მიმოხილვას, მეთოდოლოგიას, დასკვნებს/შედეგებს, გამოყენებული ლიტერატურის სიას;
  • ყველა ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს ციტირებისა და დამოწმებების APA6 სტანდარტებს;
  • ქართული ნაშრომები უნდა შეიცავდეს ინგლისურენოვან აბსტრაქტებს.

რეგისტრაციისა და სრული ნაშრომების ჩაბარების ვადა:

აბსტრაქტების ჩაბარების ბოლო ვადა: 7 ივნისი

სრული ნაშრომების ჩაბარების ბოლო ვადა: 15 ივლისი

აბსტრაქტი/სრული ნაშრომი გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე – conference@ibsu.edu.ge

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში ელექტრონული სახით.

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2024 წლის 28 ივნისი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, B ბლოკი, III სართული, დიდი საკონფერენციო დარბაზი

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა

რეგისტრაცია: გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებული ბმულის მეშვეობით: https://ibsu.edu.ge/ge/scientific/student-registration/

დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ მხოლოდ სრულყოფილად რეგისტრაციის (მათ შორის აბსტრაქტის წარმოდგენის) შემთხვევაში, არაუგვიანეს 14 ივნისისა.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://ibsu.edu.ge/ge/scientific/student-conference/