[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პროფესორი დუბაიდან თემაზე: „კარიერის დაგეგმვა“

19.04.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ადამიანური რესურსების მართვის პროფესორი დუბაიდან აღა ხალიდი ეწვია, რომელმაც ორსაათიანი ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „კარიერის დაგეგმვა“.

მოწვეული სტუმარი შეეხო 4 ძირითადად თემას: კარიერის დაგეგმარება; პერსონალური ბრენდინგი; CV-ის შედგენა და გასაუბრებისთვის მომზადება, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს პერსონალური ბრენდინგის, რეზიუმესა და გასაუბრების ტექნიკის შესახებ. კერძოდ, გააცნო და ისაუბრა, იმ მთავარი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გამოიყენონ კარიერის დაგეგმარების პროცესში.

ტრენინგის მსვლელობისას ბ-ნმა ხალიდმა პრეზენტაციისა და თეორიული მასალის გარდა, სტუდენტებს წარუდგინა პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლითაც მთელი ტრენინგი იყო დატვირთული.
სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.