[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობა იწყება

16.01.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

იწყება 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე დაარეგისტრირა ვაკანტური ადგილები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის ეტაპები შემდეგია:

1. 2024 წლის 30 იანვრიდან – 2024 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა;
2. 2024 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის 14 თებერვლის ჩათვლით – პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა;
3. 2024 წლის 10 თებერვლიდან 2024 წლის 17 თებერვლის ჩათვლით – კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება;
4. 2024 წლის 10-17 თებერვალი – მობილობის წესით ჩასარიცხი პირების მიერ შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გაფორმება.
5. 2024 წლის 17-19 თებერვალი – სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა. პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ 2024 წლის 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მობილობის მსურველმა სტუდენტმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს უნდა წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

⮚ განცხადება (იხ. თანდართული ფაილი);
⮚ დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს (მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
⮚ უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
⮚ პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
⮚ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
⮚ ორი ფოტოსურათი (3X4), (ნაბეჭდი და ელექტრონულ მატარებელზე);
⮚ მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
⮚ მობილობის წესით სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩარიცხვის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში (2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე) არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

გაითვალისწინეთ! მობილობის უფლება სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო-პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი (იმ სტუდენტებისთვის, ვინც საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა 2020 წლამდე)/ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული მესამე შესაბამისი არჩევით – სავალდებულო საგანი (იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები
ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ).

შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა და განცხადების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში წარდგენით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მობილობაში მონაწილე პირი.

ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

ა) ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს. (50%+1) ან (60%+1)

ბ) ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;

გ) ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

გ) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

დ) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.

მოთხოვნილი დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა შესაძლებელია:

ა) წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ჩააბაროს IBSU-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა; გ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან ამავე დონეზე გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე,
რომლის სწავლის შედეგები გადის B2/C1 დონეზე: დ) წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული წინა საფეხურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის
ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო (GPA) არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია IBSU-ში ვებ-გვერდზე www.iro.ibsu.edu.ge ან დაუკავშირდით iro@ibsu.edu.ge 

მობილობის წესით ჩასარიცხი პირებმა შეთავაზებული პირობების თაობაზე განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) უნდა გააფორმონ (10-17 თებერვალი). თანხმობის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხი პირი ხელს აწერს IBSU-ში მობილობის წესით
ჩარიცხვისა და კრედიტების აღიარების თანხმობის ფორმას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას კრედიტების აღიარების შესახებ და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს IBSU-ში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
● საბუთებთან დაკავშირებით – საქმისწარმოების სამსახურს;
● მობილობის პროცესთან დაკავშირებით – შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;
● პროგრამასთან და კრედიტების აღიარებასან დაკავშირებით – შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

ტელეფონი: 032 2 800 064 ; +995 597 215 131.

თანდართული დოკუმენტაცია:

განცხადება მობილობაში მონაწილეობაზე IBSU R03F29a.EG Mobility Application Enrollment
თანხმობა ჩარიცხვაზე IBSU R03F21.EG Mobility Application For Consent V2
პროცესის შეწყვეტა და უარი IBSU R03F28.EG Mobility Application Terminating V5