[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად 19-20 მაისს, აბრეშუმის გზის მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას გამართა. 

კონფერენცია: ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში”, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 70-მდე მომხსენებელი საქართველოდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ინდოეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ხორვატიიდან, ასევე, ირანიდან, ერაყიდან და ამერიკიდან.


როგორც კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა კონფერენცია ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კონსტიტუციური რეფორმა. 

”კონფერენციის სტუმრებს შორის არის ბევრი უცხოელი ექსპერტი. ექსპერტები მოხსენებებს გააკეთებენ, სხვის მოხსენებებს მოისმენენ და დაგვეხმარებიან იმ მთავარი ცვლილებების განხორციელებაში რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მათი მოსაზრება და გამოცდილება წაადგება ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონსტიტუციურ რეფორმას”, – განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: პროფესორი გერდ მორგენტალერი – საჯარო სამართლის პროფესორი სეინგის უნივერსიტეტიდან, (გერმანია); ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი-სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (საქართველო); პროფესორი ქათლიინ ე. მაჰონი-კალგარი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი (კანადა); დოქტორი დიმიტრი გეგენავა-დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი (საქართველო); პროფესორი ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი-ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის კონსტიტუციიური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი (ესპანეთი); პროფესორი ფერნანდო პენია ლოპესი-კორუნას უნივერსიტეტის პროფესორი (ესპანეთი).
კონფერენციის მიზანია, ხელისუფლების წარმომადგენლების, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართოს მრგვალი მაგიდა, სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან, მმართველობის ფორმებთან ხელისუფლების შტოებს შორის არსებული გაწონასწორების და დაბალანსების პრინციპებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები. მსჯელობის საგანი ასევე იქნება, თუ რამდენად საჭიროა რეგიონის ქვეყნებისთვისკონსტიტუციური რეფორმა და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს იგი. 
უცხოელი და ქართველი ექსპერტების კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელს გახდის გამოთქმული მოსაზრებები სრულყოფილად მიეწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მოხდეს ცვლილებების განხორციელების პროცესში მათი გათვალისწინება და კონსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა.