ძვირფასო სტუდენტებო
როგორც თქვენთვის ცნობილია ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ახალ კორონოვირუსის ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოთ სამინისტროს (ცხელი ხაზი - 15 05) და დაავადებათა კონტროლის
ელექტრონული რესურსებით სწავლება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2020 წლის 16 მარტიდან სასწავლო პროცესი განხორციელდება ელექტრონული ფორმით. ლექციები ჩატარდება საუნივერსიტეტო ცხრილით განსაზღვრულ დროს; ლექციები წარიმართება Google-ის ერთ-ერთი პროდუქტით, კერძოდ hangout meet პლატფორმის მეშვეობით;
ყურადღება!
კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 მარტიდან გაგრძელდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასწავლო კორპუსებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. გისურვებთ ჯანმრთელობას!