პეტრ მარესის შეხვედრა IBSU-ს სტუდენტებთან
28 თებერვალს, 16:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჩეხეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის საელჩოების წარმომადგენლებს და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდს. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დირექტორი, პეტრ მარესი, შეხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრებს თემაზე „როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება ცენტრალურ ევროპაში: V4 ქვეყნების გრანტები“.