[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ლოთი ბეიქერს, ინგლისური ენის რეგიონალურ  ოფიცერს ამერიკის საელჩოში კიევში და ლიკა გუმბერიძეს, ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ამერიკის საელჩოში თბილისში. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ამერიკის საელჩოს პროგრამებთან. ქალბატონი ლოთი ბეიქერი იქნება მთავარი მომხსენებელი

საქართველო უკრაინისთვის! შემოუერთდი სოლიდარობის აქციას და სიმბოლურად 31  მარტს 22:00 საათზე #გაანათე საკუთარი სახლის ფანჯრიდან. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რადგან მიგვაჩნია,  რომ თავისუფლება ჩვენი უალტერნატივო და მარადიული არჩევანია! ასევე მიგვაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ღირსებისთვის,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით ტარდება იაპონური მანგების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც X-XI-XII კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის სპონსორები არიან: Parsek1 Miniso Biblusi პრიზები: I ადგილი - Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, Biblus-ის 50 ლარიანი ვაუჩერი II

ძვირფასო სტუდენტებო! გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში 2 მაისიდან სრულად გადავა  სააუდიტორიო სწავლების ფორმატზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აუდიტორიებში სწავლა განახლდება 16 მაისიდან. ძალაში რჩება საბაზისო რეგულაციები, როგორიცაა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და დისტანციის დაცვა. გისურვებთ

IBSU-ს თვითმმართველობის, კერძოდ გართობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩარტარდა ბილიარდის ტურნირი სადაც გაიმარჯვა მიშიკო ბადალაშვილმა  გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა Icecream Burger • აისქრიმ ბურგერ-ის ვაუჩერი და იბსუს ბრენდირებული ნივთები  იბსუს თვითმართველობა დიდ მადლობას უხდის Pool Room-ს მასპინძლობისთვის

IBSU-ში დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უფასო პროგრამები; ტრენინგი Online რეჟიმში მიმდინარეობს და მასში პედაგოგთა უპრეცედენტო რაოდენობა იღებს მონაწილეობას!

24 მარტს, IBSU-ს კამპუსში გაიმართა ქართული ფილმის ჩვენება საერთაშორისო სტუდენტთა ინტეგრაციის კლუბისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ორგანიზებით. ფილმი, რომელიც უცხოელმა სტუდენტებმა ქართველ სტუდენტებთან ერთად იხილეს იყო “მანდარინები“. ისტორიული შინაარსის უკეთ გასაგებად, ფილმის ჩვენებამდე პროფესორმა ნიკოლოზ ჩიტაძემ ჩაატარა მოკლე ლექცია ამ

"Call of Games" ივენთმა IBSU-ს კამპუსში გააერთიანა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტები. შეხვედრის მიმდინარეობისას მათ შეძლეს საკუთარი უნარების ადგილზე დემონსტრირება. კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდნენ სხვადასხვა პრიზებით. ელენე მანოშვილი -გამორჩეული პერფორმანსით მოახერხა კურა-კურას სახალისო სამაგიდო თამაშის "Codename" მოგება ელენე ლელაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია 6 მაისს ჩატარდება, ამის შესახებ პუბლიკაცია იხ: www.interpressnews.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება,