[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მოწვევით შედგა შეხვედრა "Coursera"-ს წარმომადგენელთან ბ/ნ ენდი ფულთან. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრობლები გაეცნენ "Campus Coursera" -ს შესაძლებლობებს და მისი ინტეგრირების საშუალებებს სწავლების პროცესში.  

Open World საერთაშორისო ახალგაზრდული სამიტი გაიმართება 27-31 ოქტომბერს სერბეთში. სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. სამუშაო ენა გახლავთ სერბული და ინგლისური. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი: საერთაშორისო სამიტი

საქართველოს უნივერსიტეტების სპორტის ფედერაცია სპორტულ შეჯიბრებებს 13 სხვადასხვა კატეგორიაში აწყობს.  სტუდენტებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, შეუძლიათ შეავსონ თანდართული ფორმა და გაგზავნონ კლასგარეშე აქტივობების ოფისის მაილზე არაუგვიანეს 10 ოქტომბრამდე. ვინაიდან თითოეულ კატეგორიაში შეზღუდული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, პრიორიტეტის რიგი განისაზღვრება პირველი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს HomeComing-ის ფარგლებში ნინა პერტენავა ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში ნინამ თავის წარმატების შესახებ ისაუბრა, IBSU-ს სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა და თავის საყვარელ ლექტორებსაც შეხვდა. ის კომპანია Meta-ს თანამშრომელია - linkedin trust and safety center. ნინა IBSU-ს მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულია.

საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებითა და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, 23 სექტემბერს, იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი - “ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში - სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები” ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. შეხვედრის მიზანი

შიდასაუნივერსიტეტო  სამაგისტრო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება  21 სექტემბერს -  19:00 საათამდე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, განცხადებების ველში.  ხელშეკრულებები გაფორმდება 27-30 სექტემბერს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული , ოთახი 321. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელებისათვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა.  სტუდენტები შეხვდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელს  და მიიღეს მნიშვნელოვანი  ინფორმაცია სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.  შეხვედრის ბოლოს მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს და მიეღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე. საორიენტაციო შეხვედრა გახსნა შავი ზღვის საერთაშორისო

სასწავლო წლის პირველ დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბების გამოფენა მოეწყო. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კლუბების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ განვითარებას.  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 25-ზე მეტი განსხვავებული ტიპის კლუბი არსებობს და უმრავლესობა საგანმანათლებლო ხასიათისაა.

გრძელდება აბიტურიენტების მიღება 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჯგუფები გაიხსნება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა; მათემატიკა; ისტორია. ერთი საგნის თვიური ღირებულება - 100 ლარი. ერთი სემესტრის საფასურის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში საგნის ღირებულება არის 80 ლარი. კურსების ჩატარების ადგილი:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებლის მომზადების (ინგლისურენოვან) საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთები მიიღება  15.09.2022 - 20.09.2022 პერიოდში. აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს და ელექტრონული ფორმით გამოაგზავნოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე: mkhozrevanidze@ibsu.edu.ge განცხადების ფორმა: (IBSU_R17F01.EG). განცხადებაზე საჭიროა განმცხადებლის მატერიალური ხელმოწერა; ბაკალავრის, მაგისტრის