[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობის ვადები

16.01.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის ვადები განისაზღვრა:

1. 2024 წლის 15 იანვარი – შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების მიერ აკადემიურ პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რაოდენობის განსაზღვრა;

2. 2024 წლის 17 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით – შიდა მობილობის წესით სკოლის/პროგრამის შეცვლის მსურველის განცხადებების სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ;

3. კრედიტების აღიარება და ჩასარიცხ პირთა შესახებ შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სკოლების მიერ გადაწყვეტილებების მომზადება:

● ბაკალავრიატი – 2024 წლის 12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით
● მაგისტრატურა, დოქტორანტურა – 2024 წლის 12 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით

4. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შიდა მობილობაში მონაწილე სტუდენტს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება;

● ბაკალავრიატი – 19-20 თებერვალი
● მაგისტრატურა, დოქტორანტურა – 27-28 თებერვალი

5. შიდა მობილობის წესით სტუდენტის სკოლის/პროგრამის შეცვლის შესახებ რექტორის ბრძანების მომზადება:

● ბაკალავრიატი – 21 თებერვალი
● მაგისტრატურა, დოქტორანტურა – 29 თებერვალი