[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს რექტორი, პროფ. კახა შენგელია კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, პროფ. მარიამ რაზმაძესთან ერთად შეხვდა პირველ მაგისტრანტებს, რომლებმაც ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ფარგლებში, სწავლების პირველი სემესტრი დაამთავრეს გერმანიაში ქალაქ ცვიკაუში, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტუდენტების თქმით, ცვიკაუს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანის პოზიციაზე მარინა რაზმაძე დაინიშნა. მარინა რაზმაძე არის #IBSU-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ხელმძღვანელი და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ქალბატონ მარინას გააჩნია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, ირაკლი შამათავამ, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აკადემიურ პერსონალთან, ასოცირებულ პროფესორ გოგა კიკილაშვილთან და აფილირებულ პროფესორ ანდრეა ბორონთან ერთად უნივერსიტეტში უცხოელ პროფესორებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და პრორექტორი განათლების მიმართულებით, სალომე კუჭუხიძე ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრნენ, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა. ვრცლად: https://www.interpressnews.ge/ka/article/796938-ibsu-s-rektori-da-prorektori-ganatlebis-mimartulebit-elfa-s-generalur-asambleas-daescrnen 

IBSU-მ უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ მორიგ ნაკადს უმასპინძლა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებს და შეისწავლეს არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი), არქიტექტურული ხაზვა, არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები და მაკეტის შექმნა (მოდელირება).

IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა გაიმარჯვა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროგრამაში და კვლევითი სტიპენდია მოიპოვა. კვლევითი მობილობის პროგრამის ფარგლებში, პროფ. დალი ოსეფაშვილმა ორი თვით ეწვევა გერმანიას და ეიხშტატ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (ბავარია) ჟურნალისტიკის კვლევით ინსტიტუტში გერმანელ კოლეგასთან კოლაბორაციით იმუშავებს პროექტზე

IBSU-მ უმასპინძლა ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის Clarivate Analytics-ის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მასიმილიანო ბერზოტის (იტალია), ადრიანა ფილიფის (საფრანგეთი), ჯორჯ მულლერს (დიდი ბრიტანეთი) და ევგენია ნივაკოვიჩს (სერბეთი). შეხვედრაზე კომპანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ უნივერსიტეტის და პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო პოტენციალის შეფასების მიმართულებით. ასევე, ყველაზე

IBSU-მ უმასპინძლა უფასო სტუდენტური პროექტის „სოციალური მეცნიერებები დამწყებთათვის“ მორიგ ნაკადს. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ამერიკისმცოდნეობის პროგრამებს და შესაბამის პროფესიებს. მორიგი ტრენინგი გაიმართება 18-19 მაისს. დარეგისტრირდი წინასწარ: https://bit.ly/47Zhkfd

IBSU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორმა, ნათია ობგაიძემ სტუდენტებისთვის ჩაატარა საინფორმაციო სესია თემაზე: "როგორ შევამციროთ წინასაგამოცდო შფოთვა." სესიაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სტრესის დაძლევის სხვადასხვა მექანიზმზე.  

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი ალმანახის “ბუნების მეგობრები” პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, რუსთავის საკრებულოს წევრი, ამირან ჯანჯღავა, ასევე ცნობილი მწერლები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია გახსნა სამართლისა